რეზონანსი
(10.07.2024)

ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში), - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მელიას თავის მართლების პოსტი გამოუცხვია, რა კეზერა, რის კეზერაო - ძალია თავისუფალი ვარ ჩრდილოვანი გავლენებისგანო.

ჩრდილოვანი გავლენებისგან ძალიან „თავისუფალი" მელია რომ ჩრდილოვან გავლენას თავდაუსხმელობას უცხადებს კეზერაშვილის ჯუჯალარებთან ერთად და პარტნიორად გვარამია ჰყავს, რომლის არხიც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალ არჩევანს ართმევს, ძალიან დამაჯერებელია.

ნეტა თუ აცნობიერებს, რა ელის ყველა მხრიდან (ჩვენი ჩათვლით ცხადია - ჩვენი კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ოლიგარქიული გავლენის მხილება როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში).

P.S. თან ის პოლიტიკის ბრძენქალა რომ ჰყავთ, დაიმუქრა ჩვენ არც ჩვენზე თავდასხმებს ვუპასუხებთო და დღეს დილამდე გაძლო ამ დაპირებამ",- წერს ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე