რეზონანსი
(10.07.2024)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ავარიის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე