რეზონანსი
(10.07.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. როგორც ” გურია ნიუსის” წყარომ აცნობა, ცოტა ხნის წინ, ავტომობილი ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მოზარდს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამაშველო სამსახური და პოლიცია.
“ბავშვი გზაზე გადარბოდა და ამ დროს დაარტყა”, - უთხრა "გურია ნიუსს" თვითმხილველმა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაშავებული კონტაქტური იყო და ის სასწრაფომ წაიყვანა.
გურიანიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



