რეზონანსი
(09.07.2024)

ეგვიპტის პრეზიდენტმა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები განიხილეს, - ამის შესახებ განცხადებას ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეგვიპტის პოზიცია, რომელიც ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას უარყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საქმეში ეგვიპტის მიერ გაწეულ ძალისხმევას მიესალმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



