რეზონანსი
(09.07.2024)

ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დაფუძნდა. პლატფორმაში პოლიტიკური პარტიების სახით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არიან წარმოდგენილები.

„ქრონიკა“ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათთვის „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენთვის არის მიუღებელი იმ იდეოლოგიის გამო, იმის გამო, რასაც ისინი წარსულში აკეთებდნენ და იმის გამო, რა პოზიციებიც ახლა აქვთ. ველზე არიან კიდევ პარტიები, რომლებიც ოპერირებენ პარტია „ახალის“ სახელით და რეალურად ეს პარტიაც არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ლელო“ აპირებს, რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რისგანაც ჩვენ მათი გადარჩენა გვინდოდა. ალბათ ვიხილავთ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებაში“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

„გახარიას პარტიას ვურჩევ, რომ საკუთარ პოლიტიკურ გეზს მიხედოს და „ლელოზე“ ღელვას დაანებოს თავი. არც ერთი საუბარი არასოდეს პარტია „საქართველოსთან“ არ გვქონია. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს პროდასავლური პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრთან“, - ასე უპასუხა მეზვრიშვილის განცხადებას „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე