რეზონანსი
(09.07.2024)

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,70 ათასი ტონა, რაც 0,63 ათასი ტონით ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,33 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის ივნისის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,43 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,22 ათასი ტონა (12,9%); რუსეთი - 0,18 ათასი ტონა (10,6%), ირანი - 0,17 ათასი ტონა (10%);  და სხვ.

2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 5,6 ათასი ტონით ანუ 64,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,7 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მ/წლის ივნისის თვეში  საავიაციო ნავთის იმპორტის 51%  (7,3 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 28% (4 ათასი ტონა) - რუსეთიდან,  13,3% (1,9 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან,  7,7% (1,1 ათასი ტონა) - ლიბიიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე