
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის თანხის დაკლება და სამოქალაქო სექტორში გადასროლა სამწუხარო ფაქტია.
"უკანასკნელი წლებია საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას თავისი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროპის მიმართულებით. სამწუხაროდ ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ესე არ მოხდეს.
სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და სურთ სამოქალაქო სექტორში ამ თანხების გადასროლა და ამის საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებენ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ თავიანთ ინტერესებსაც დასავლეთის მიმართულებით. ამას რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ, მით უკეთესია მათთვის," - აცხადებს ბექა დავითულიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



