
„გლობალური ომის პარტია" - ასეთი პარტია რომ რეგისტრირებული იყოს, ბუნებრივია არ არსებობს, ეს ჩვენ მიერ მოფიქრებული ტერმინია, რომ ყოველ ჯერზე არ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არსებობენ თანამედროვე სამყაროში ძალები, რომლებიც ახერხებენ, მაგალითად კონკრეტულ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს გაუჩერონ 2 მილიარდი, რომ მისი დე ფაქტო სანქცირება მოხდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ნიშნავს „გლობალური ომის პარტია", რას გულისხმობენ, მმართველი გუნდის წევრები, როდესაც ამ ტერმინს იყენებენ.
„არიან ადამიანები, რომლებიც ავალებენ ადამიანებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს თქვან, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს. უშიშროების საბჭოს მდივანი საუბრობდა ამას. ეს ძალა უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის მონაცემებით არის პირველ ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის, ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს და მხოლოდ 1 წლის შემდეგ, დიდი ბრძოლის მერე ახერხებ ამას. ამას სუსტი ძალა, ერთი პოლიტიკოსი ან ერთი-ორი ჯგუფი ხომ ვერ მოახერხებს? როდესაც შენ კანდიდატ აქვეყნებს შორის წინ ხარ და ერთი წლის დაგვიანებით იღებ კანდიდატის სტატუსს, ამის უკან ხომ რაღაც ძალა დგას? ამ ძალას ვეძახით ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას". თუ ასეთი ძალები არ არსებობენ, ე.ი. გჯერათ, რომ ამის უკან არავინ დგას და ჩვენი სამშობლო იმსახურებდა თურმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ერთი წლით ადრე და უბრალოდ რატომღაც მოხდა ისე, რომ სტატუსი ვერ მიიღო და ამისთვის ბრძოლა დაგვჭირდა. ან უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის, „ნაცმოძრაობა", სააკაშვილი და ა.შ., ან უნდა დავიჯეროთ, რომ ამის უკან რაღაც დიდი ძალა დგას. მე მეორე ვერსიისკენ ვარ", - განაცხადა მდინარაძემ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



