რეზონანსი
(08.07.2024)

2024 წლის ივნისი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო ევროპაში. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ივნისში პლანეტაზე დაფიქსირებული ტემპერატურა 16.66 გრადუს ცელსიუს აღწევდა, რაც ბოლო 30 წლის საშუალო მაჩვენებელზე 0.67 გრადუსით მეტია.

ამასთან, ჰაერის ტემპერატურა პრეინდუსტრიულ ხანასთან შედარებით საშუალოდ 1,5 გრადუსით ზედიზედ 12 თვის განმავლობაში იზრდება, მეცნიერების თქმით, ეს მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე ზაფხული ყველზე ცხელი იქნება.

რეკორდულად მაღალი საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე ზედიზედ მეცამეტე თვეა ფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე