
7 ივლისს საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის ოფიციალური შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა მემარცხენე ალიანსმა "ახალი სახალხო ფრონტი" - 182 მანდატით. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი ცენტრისტულმა კოალიციამ 163 ადგილი მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" - 143 ადგილით.
ეს ნიშნავს, რომ არც ერთ პარტიას არ მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 ადგილი და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი პოლარიზებული იქნება და სამ ბლოკს შორის გაიყოფა.
წუხელ პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ. იყო მცირე შეტაკებები მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



