რეზონანსი
(07.07.2024)

საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლებს. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდ გამოწვევას ფრანგმა ხალხმა არნახული მობილიზაციით უპასუხა.
საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია!
მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახულ მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.
გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ეგზტიპოლის შოკისმომგვრელი შედეგი: მარინ ლე პენის პარტია გამარჯვების ნაცვლად მესამე ადგილზე გავიდა. ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



