რეზონანსი
(07.07.2024)

კონცერტებში დახარჯული მილიონები და ბიუჯეტის ფულის არარაციონალური ხარჯვა - საქართველოში ჩატარებული მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები წამგებიანი აღმოჩნდა. საუბარია სამ ღონისძიებაზე. დოკუმენტებით ირკვევა, რომ საკონცერტო მომსახურების ხარჯებმა 37 მილიონი შეადგინა, მოგება კი მხოლოდ 15 მილიონი იყო.
"ბლექსი არენას" ფინანსური ანგარიშის გაცნობის შემდეგ ოპოზიციამ თქვა, რომ უცხოელი ვარსკვლავები საქართველოში კერძო სექტორს უნდა ჩამოჰყავდეს და არა ხელისუფლებას. ეს მთავრობას საშუალებას მისცემდა, მილიონები მოსახლეობისთვის საჭირო პროექტებზე დაეხარჯა, მაგრამ რატომღაც "ოცნება" კერძო სექტორს განვითარების საშუალებას არ აძლევს და საბიუჯეტო რესურსებს ანიავებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



