
ზეიმი გრძელდება - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ბედნიერი ზაფხული პირველად გვაქვს.
მადლობა ჯვაროსნებს, მადლობა ქომაგებს და მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ისტორიულ წარმატებაში. გამარჯვების ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს. მათ ასახელეს საქართველო, მათ ერთ მუშტად შეკრეს ჩვენი ქვეყანა. ჯვარსონებმა მსოფლიო საფეხბურთო სამაყროს ევროპის ჩემპიონატიდან უთხრეს, რომ ჩვენ აქ ვართ, ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა.
ორი თვე შევისვენოთ, გამოვიზოგოთ ის ბედნიერი წუთები, რომელიც ასე ჭარბად მოგვანიჭეს და სექტემბრიდან უკვე ერთად ვინერვიულოთ - ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება. ერთი ოცნება, ანუ ევროპაზე თამაში, ხომ ავისრულეთ ჯვაროსნების წყალობით და წინ მთავარი ოცნებაა - მსოფლიო, რომელსაც ასევე აგვისრულებს ეროვნული ნაკრები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



