
როგორ აქცია ივანიშვილის პარტიამ საქართველო ყველაზე დაუცველ სახელმწიფოდ - "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის და ცილისწამებისს კამპანიამ შედეგი გამოიღო. პენტაგონმა ქართველი სამხედროების გაწვრთნაზე უარი თქვა. სწავლებაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის იყო სიმშვიდის გარანტი, არამედ მთელი რეგიონისთვის.
საქართველო გაურკვეველი ვადით ყველაზე ახლო მოკავშირის გარეშე მტერი სახელმწიფოს პირისპირ მარტო რჩება. "ძალიან ცუდი" - მხოლოდ ეს ორი სიტყვა გაიმეტა დღეს პრემიერ-მინისტრმა ამბავზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დონეს მნიშვნელოვნად აუარესებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში შეჩერებული სამხედრო წვრთნების გამო პოლიტიკური პასუხისმგბელობის აღებას არც თავდაცვის მინისტრი აპირებს და არც პრემიერი, რომელიც დასავლეთიის ლანძღვის წინა ხაზში იდგა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



