
ვიქტორ ორბანის ალიანსმა ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერა მოიპოვა. ცნობას Politico ავრცელებს და იუწყება რომ ბელგიური „ფლამანდიური ინტერესი" რიგით მეშვიდე პოლიტიკური პარტია გახდა, რომელიც ორბანის მემარჯვენე ჯგუფს, „პატრიოტები ევროპისთვის" შეუერთდა. მანამდე ამავე ჯგუფს შეუერთდნენ ჰოლანდიელი და ესპანელი ულტრამემარჯვენეები.
ევროპარლამენტის რეგლამენტით, პოლიტიკურ ჯგუფად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის აუცილებელია, მასში სულ მცირე, შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი 23 ევროდეპუტატი იყოს გაერთიანებული. ორბანის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში ამჟამად აერთიანებს პოლიტიკურ პარტიებს უნგრეთიდან, ავსტრიიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



