რეზონანსი
(07.07.2024)

თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს.  შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე

მოხდა. დაჭრილი კურიერის დედამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:

„შეკვეთა მიუტანია, „გლოვოზე“ მუშაობს, დამირეკა და მითხრა, ბოლო შეკვეთა მაქვსო და მოვდივარო. მერე მირეკავს, დედა ჩამოდი ქვემოთ, დაჭრილი ვარო. რას ვხედავ, 1 ტყვია, მეორე და მესამე.

ჩვენს სახლთან არ მომხდარა, ნუცუბიძიდან არავის არ დაურეკავს, ხალხი რომ შეგროვდა. რა გულის ხალხია, შვილები არ ჰყავთ? დედები არ არიან? მთელი ნუცუბიძე ფეხზე იდგა.

4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ, მერე დაახალა ერთი „აბოიმა“ ტყვია“, - ამბობს დაჭრილი კურიერის დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე