რეზონანსი
(06.07.2024)

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს ცეცხლსასროლი იარაღით თავს 8 ადამიანი დაესხა - ინფორმაციას შაბათის ფორმულა ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

კურიერის დედის ცნობით მის შვილს ფიზიკურად 4 კაცი და ოთხი ქალი გაუსწორდა, როგროც ის აცხადებს, მისმა შვილმა კლიენტებთან შეკვეთა დატოვა შემდეგ კი, დაურეკეს და უთხრეს, რომ შეკვეთას რაღაც ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად მას 8 ადამიანი

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე