რეზონანსი
(06.07.2024)

გორში, სადგურის დასახლებაში სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ცნობილია, რომ ის ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნოდა და პროდუქციით იყო დატვირთული, რომელიც სრულად განადგურდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ასევე უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



