რეზონანსი
(05.07.2024)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ნაკრებთან დაძაბულ ორთაბრძოლაში 12:21 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ანგარიშით 9:13 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა სამი ჯარიმა შეასრულეს, მოწინააღმდეგის გუნდმა კი 2 ლელო დადო და ერთი საჯარიმო განახორციელა.
მეორე ტაიმში კი ქართველმა მორაგბეებმა ერთი საჯარიმო შეასრულეს, მოწინააღმდეგე გუნდმა კი ერთი საჯარიმო შეასრულა და კიდევ ერთი ლელო დადო.
შემდეგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიის ნაკრებთან გამართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



