რეზონანსი
(05.07.2024)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.
ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს... ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს, - წერს ზურაბიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



