რეზონანსი
(05.07.2024)

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება მშვიდობა და უნგრეთი ამისთვის იბრძოლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

„[ვლადიმირ პუტინთან] ამ შეხვედრის თავისებურება ის არის, რომ იგი იმართება ომის დროს [უკრაინაში], იმ დროს, როდესაც ევროპას ნამდვილად სჭირდება მშვიდობა. ეს არის ევროპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. უახლოეს ექვს თვეში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას მთავარ ამოცანად მივიჩნევთ მშვიდობისთვის ბრძოლას", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე