რეზონანსი
(05.07.2024)

ბუკინგემის სასახლე ადასტურებს, რომ მეფე ჩარლზმა რიში სუნაკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მიიღო.
„პატივცემულ რიში სუნაკს დღეს დილით მეფესთან აუდიენცია ჰქონდა და პრემიერ-მინისტრის და ხაზინის პირველი ლორდის თანამდებობიდან გადადგომის წინადადებით მიმართა, რაც მისმა უდიდებულესობამ დიდი სიამოვნებით მიიღო", - აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ" გაიმარჯვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



