რეზონანსი
(04.07.2024)

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპული საბჭოს პოზიცია ცხადია: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი უკრაინა. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ დისკუსია არ შეიძლება", - წერს მიშელი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა. მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე