რეზონანსი
(04.07.2024)

ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ძვირფასო სახელმწიფოს მეთაურებო, მიღებულია გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 3 და 4 ივლისს იმართება ლოზუნგით „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება - მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ სწრაფვა". სამიტის მონაწილეები 24 ერთობლივი დოკუმენტის პაკეტის ხელმოწერას, ასევე საბოლოო დეკლარაციისა და განცხადების მიღებას გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე