რეზონანსი
(03.07.2024)

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ არას­წო­რია, როცა ფეხ­ბურ­თე­ლი „ფა­ნე­ბის­გან ხდე­ბა გა­და­სარ­ჩე­ნი".

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ხალ­ხის ნა­წილს სურს, ჩაგ­რუ­ლად გა­ა­ფორ­მონ ეს სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­ან­თი „დაც­ვის", ანუ კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ონ.

„ეს სა­ო­ცა­რი ბიჭი, გარ­და იმი­სა, რომ გა­და­სა­რე­ვი ფეხ­ბურ­თე­ლია, იმი­ტომ გვიყ­ვარს, ასე ლაღი, კე­თი­ლი, გამ­ბე­და­ვი და ხა­ლა­სი რო­მაა და იქ­ნებ გა­ვუშ­ვათ კლან­ჭე­ბი და არ და­ვა­კარ­გვი­ნოთ ეს სი­კაშ­კა­შე ჭარ­ბი და­და­რა­ჯე­ბით და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პა­რა­ნო­ი­დუ­ლი გან­წყო­ბე­ბით. გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ჟინი, ხელ­ში ჩა­იგ­დო „ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი", გა­მოს­ტა­ცო თა­ვის ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს, სა­მე­გობ­როს, პრო­ფე­სი­ას და ჩას­ვა გა­ლი­ა­ში, გა­აც­ნო­ბი­ე­რო უნდა.

თან­და­თან ფა­ნე­ბის­გან ხდე­ბა გა­და­სარ­ჩე­ნი. „ნა­მე­ტა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი" აგ­რე­სი­ას და კონ­ტრო­ლის სურ­ვილს უტოლ­დე­ბა. ყვე­ლა­ფერს ეტყო­ბა, რომ ნაკ­რე­ბის წევ­რებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვართ, უყ­ვართ ბუდუ და მას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ. ხალ­ხის ნა­წი­ლის ვნე­ბა, ჩაგ­რუ­ლად გა­ა­ფორ­მონ ეს სა­ოც­რად ლაღი ადა­მი­ა­ნი და თა­ვი­ან­თი „დაც­ვის", ანუ კონ­ტრო­ლის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ონ, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, უკვე მის დაკ­ნი­ნე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას ემ­სგავ­სე­ბა.

არც ბუ­დუა „სა­წყა­ლი" ტიპი და არც ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი არი­ან „ცხვრე­ბი", რომ ერ­თმა­ნე­თი და­ა­ჩაგ­რი­ნონ ვინ­მეს. მეს­მის, სი­ნათ­ლის მო­ხელ­თე­ბა და მი­სა­კუთ­რე­ბა დიდი ცდუ­ნე­ბაა, მაგ­რამ ეს ცდუ­ნე­ბა სხვა­ნა­ი­რად და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ, ამ სი­ნათ­ლე­ში უბ­რა­ლოდ ყოფ­ნით, იმ­დე­ნად, რამ­დე­ნიც გვე­კუთ­ვნის და იმ­დე­ნად, რამ­დე­ნის უფ­ლე­ბა­საც თა­ვად ბი­ჭე­ბი გვაძ­ლე­ვენ. თუ დავ­ჭირ­დე­ბით, თვი­თონ დაგ­ვი­ძა­ხებს და იცის, რომ ვყა­ვართ" - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

ერთ-ერთი ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ატყდა, გუ­შინ­დელ ზე­იმს ეხე­ბო­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გულ­შე­მატ­კი­ვარს შეხ­ვდნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთ მო­მენ­ტში, პირ­და­პირ ეთერ­ში ის­მის სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნის, კო­მენ­ტა­ტო­რის, დიმა ობო­ლა­ძის ხმა, რო­მე­ლიც ამ­ბობს - „შენ არ გა­მო­დი­ხარ". ეს ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ისე, რომ თით­ქოს­და, ობო­ლა­ძე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ეუბ­ნე­ბო­და, სი­ტყვით არ გა­მო­სუ­ლი­ყო.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ტავად ბუდუ ზივძივაძემ და განაცხადა, რომ „სი­სუ­ლე­ლეა და მაგ ადა­მი­ანს და­ა­ნე­ბეთ თავი. თუ ვინ­მე რამე ცუდს ამ­ბობს დი­მა­ზე, ვფიქ­რობ რომ ბო­დი­ში აქვთ მო­სახ­დე­ლი, იმი­ტომ რომ არა­ნა­ი­რი ეგე­თი ფაქ­ტი არ ყო­ფი­ლა".

კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის მამამაც:

„მე­გობ­რე­ბო, ვკი­თხე ბუ­დუს და მის­თვის არ უთ­ქვამს ის სი­ტყვე­ბი დიმა ობო­ლა­ძეს..მად­ლო­ბა რომ გიყ­ვართ ბუდუ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ", - წერს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე