რეზონანსი
(02.07.2024)

სასამართლომ ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე მოძალადე ქმარს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

აითაჯ შახმაროვა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოძალადე ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლისქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ქორწინების იძულების ბრალდებით კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული - აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა და მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი. ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე