რეზონანსი
(02.07.2024)

თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„სოციალურ ქსელში, კერძოდ კი Metromoney-ს გვერდზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ერთწლიანი სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



