რეზონანსი
(01.07.2024)

თურქეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა.

მომხდარს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, აფეთქება სავარაუდოდ პროპანის ავზმა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ შემთხვევის ადგილი "ბრძოლის ველს" დაემსგავსა.

პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც, შესაძლოა ინციდენტზე იყოს პასუხისმგებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე