რეზონანსი
(01.07.2024)

საქართველომ ევრო 2024-ზე შოუ დადგა, - ამის შესახებ „ფოქს სოკერი" წერს.

„მოუთმენლად ველოდებით მათ მომავალშიც. მადლობა, საქართველო", - აღნიშნულია „ფოქს სოკერის" გვერდზე.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე