რეზონანსი
(01.07.2024)

სოფელ იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად რამდენიმე პირმა იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე