რეზონანსი
(30.06.2024)

ტორონტოს პრაიდის შეკრება აღვირახსნილ აღლუმად გადაიქცა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა ღონისძიების აღნიშვნა ტანსაცმლის გახდით გადაწყვიტეს, - ამის შესახებ Trending Politics-ის დამფუძნებელი ქოლინ რაგი X-ზე წერს და ღონისძიების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„ოჯახები და ბავშვები წაახალისეს , რომ შაბათ-კვირას „პრაიდი" აღენიშნათ ტორონტოში, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის "ოჯახის პრაიდზე". "ოჯახის პრაიდი" ეს არის მხიარული ღონისძიება, რომელიც იმართება Church street school-ის ტერიტორიაზე. აქ ოჯახებს შეუძლიათ ისიამოვნონ ზღაპრული შოუთი, სახის მოხატვით, ზღაპრების თხრობით და ა.შ. "- განაცხადეს ოჯახის პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორებმა.

როგორც ქოლინ რაგი წერს, აღნიშნულ საორგანიზაციო ჯგუფს მოუწია მოზრდილებისთვის შეეხსენებინა , რომ ისინი დაიშვებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჰყავდათ შვილები. "გაითვალისწინეთ მოზრდილები აღნიშნილ სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თან ახლავთ ბავშვი/ბავშვები 0-დან 12 წლამდე",- წერს ქოლინ რაგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე