რეზონანსი
(30.06.2024)

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times წერს.

12 საათისთვის საარჩევნო ყუთებთან ელექტორატის 25,9% იყო მისული. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს პრეზიდენტმა მაკრონმა და ულტრა მემარჯვენეების ლიდერებმა.

ემანუელ მაკრონმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ევრო პარლამენტის არჩევნების შემდეგ მიიღო, რომელზეც მმართველი გუნდი ულტრა მემარჯვენეებთან დიდი სხვაობით დამარცხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე