რეზონანსი
(30.06.2024)

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების სჯერა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ კვლავ იქნება პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პასუხობს, რომ ამის სჯერა.

„მე ვიბრძვი, ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ ხალხი ახლა უკვე ხვდება იმ რეალურ საფრთხეს, რაც ლეიბორისტულ მთავრობას ნიშნავს", - განაცხადა რიში სუნაკმა.

ბოლო სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლეიბორისტები კონსერვატორებთან შედარებით უპირატესობას ინარჩუნებენ. გამოკითხვების მიხედვით, მათ ამომრჩეველთა 40 პროცენტის მხარდაჭერა აქვთ, კონერვატორებს კი - 20 პროცენტის. შემდეგ მოდიან „მწვანეები" და ლიბერალ-დემოკრატები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე