რეზონანსი
(30.06.2024)

ნი­გე­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ბორ­ნოს შტატ­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ნი­მუმ 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 30 კი და­შავ­და. შტა­ტის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს თქმით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კა­მი­კა­ძე­ე­ბი ქა­ლაქ გვო­ზა­ში ქორ­წილ­ში, დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­სა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ერ­თსა და იმა­ვე დღეს შეც­ვივ­დნენ.

მე­დი­ის ცნო­ბით, შა­ბათს სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე აფეთ­ქე­ბას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, რამ­დე­ნი­მე სხვა კი და­შავ­და. შე­დე­გად, სამ­ხედ­რო­ებ­მა ქა­ლაქ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­ა­წე­სეს.

ბორ­ნოს შტა­ტი ბოკო ჰა­რა­მის ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლე­ბის აჯან­ყე­ბის ცენ­ტრში ბოლო 15 წე­ლია მოქ­ცე­უ­ლია, რის გა­მოც 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­და­სახ­ლდა, 40 000-ზე მეტი კი და­ი­ღუ­პა. ბოკო ჰა­რა­მი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ ცნო­ბა­დი მას შემ­დეგ გახ­და, რაც 2014 წელს ბორ­ნოს ქა­ლაქ ჩი­ბო­კი­დან 270-ზე მეტი სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, შა­ბათს 18 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­თა შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბი, ზრდას­რუ­ლე­ბი და ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 30-ს აჭარ­ბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე