რეზონანსი
(30.06.2024)

"რეჟიმი, რომელიც განადგურებით იმუქრება, განადგურებას იმსახურებს" - ისრაელ კაცი ირანზე

ის­რა­ე­ლი მზა­დაა, ლი­ბა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ დაჯ­გუ­ფე­ბა „ჰეზ­ბო­ლა" ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის და­ბომბვას გა­აგ­რძე­ლებს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ის­რა­ელ კაცი გა­ე­რო-ში ირა­ნის მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბას, რომ თუ ის­რა­ე­ლი ლი­ბა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სრულ­მას­შტა­ბი­ან სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას წა­მო­ი­წყებს, გა­ნად­გუ­რე­ბის ომი და­ი­წყე­ბა.

"დღეს ირა­ნი იმუქ­რე­ბა ის­რა­ე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბით, თუ ის­რა­ე­ლი სრუ­ლად უპა­სუ­ხებს "ჰეზ­ბო­ლას" თავ­დას­ხმებს ლი­ბა­ნი­დან. ჩემი პა­სუ­ხი ირა­ნის­თვის ნა­თე­ლია: თუ „ჰეზ­ბო­ლა" არ შე­წყვეტს ცე­ცხლს და არ და­ტო­ვებს სამ­ხრეთ ლი­ბანს, ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ მის წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი ძა­ლით, სა­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბა არ აღ­დგე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში არ დაბ­რუნ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მისი თქმით, „რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც გა­ნად­გუ­რე­ბით იმუქ­რე­ბა, გა­ნად­გუ­რე­ბას იმ­სა­ხუ­რებს".

ცნო­ბის­თვის, ლი­ბან­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში ირა­ნი ის­რა­ელს „გა­ნად­გუ­რე­ბის ომით" და­ე­მუქ­რა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ომად მი­იჩ­ნევს სი­ო­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის პრო­პა­გან­დას ლი­ბან­ზე თავ­დას­ხმის გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, თუ იგი სრულ­მას­შტა­ბი­ან სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, და­ი­წყე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბის ომი. ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი, მათ შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ყვე­ლა ფრონ­ტის სრუ­ლი ჩარ­თვა, მა­გი­და­ზეა", - გა­ნა­ცხა­და გა­ე­რო-ში ირა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე