რეზონანსი
(29.06.2024)

პრემიერს ჰქონდა საოცრად კარგი, შინაარსიანი ანგარიში საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.
„ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხის დაკვეთა და არა ის, რა იქნება დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. ეს ყველაფერი პრემიერმა საზოგადოებას ძალიან კარგად გადასცა, მაგრამ, ყველაზე მთავარი რაც პრემიერმა საზოგადოებას უთხრა, ეს არის ხვალინდელი დღე - გაერთიანებული საქართველო და დამარცხებული სიღარიბე", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



