რეზონანსი
(28.06.2024)

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მიუხედავად საფეხბურთო ზავისა, კობახიძის დღევანდელი სპიჩის კვალდაკვალ ორიოდე სიტყვას მაინც გეტყვით პოლიტიკაზე:
ამათ არაფერი ეშველებათ...
შესაბამისად, 26 ოქტომბერი რჩება რეფერენდუმის დღედ, როდესაც ამომრჩეველმა მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - ევროპაში გინდათ ცხოვრება (ოპოზიცია), თუ რუსეთში (ქართული ოცნება)?
ფეხბურთმა მეორე წყალგამყოფი გააჩინა, ანუ რეფერენდუმის მეორე კითხვა ასეთია - ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გინდათ თამაშობდეს, თუ რუსეთის ღია ჩემპიონატზე?" - წერს გია ხუხაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



