რეზონანსი
(28.06.2024)

რუსეთმა დნეპრში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ცხრასართულიანი შენობის ოთხი სართული მთლიანად ჩამოინგრა.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე