რეზონანსი
(28.06.2024)

ქუთაისში 20 წლის ახალგაზრდა ნინიკო გიორგაძეს ეძებენ. როგორც მისმა ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ახალგაზრდა ქალი 26 ივნისის საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის.

მათივე თქმით, დაკარგულს არ დაუბარებია, თუ სად მიდიოდა.

დაკარგულის ოჯახის წევრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოებს ავრცელებენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ რამე იციან მისი ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე: 597 33 43 29.

20 წლის ნინიკო გიორგაძის ძებნაში ჩართულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე