რეზონანსი
(28.06.2024)

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ა.უ. დააკავეს. დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ პირზე ფიზიკურად იძალადა და მათ ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა.

ერთ-ერთი დაჭრილი - ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო," - წერია განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე