რეზონანსი
(27.06.2024)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, ასაკიანი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ სასაფლაოზე თავი მოიკლა.
თანასოფლელები მომხდარზე არ საუბრობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ლ.ც. ოზურგეთში თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“არ ვიცი, რა დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთთან. დღეს ჩამოვიდა თბილისიდან. ცეცხსასროლი იარაღით მოკლა. შემდეგ კი მამის საფლავზე წავიდა და თავი მოიკლა”, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



