რეზონანსი
(27.06.2024)

ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!", - აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



