რეზონანსი
(26.06.2024)

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სოლიდარობას უცხადებს ლიბანს ისრაელთან მზარდი დაძაბულობის ფონზე და რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ბეირუთს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„როგორც ჩანს, ღაზის განადგურების შემდეგ ისრაელმა ახლა მზერა ლიბანს მიაპყრო. ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კულისებს მიღმა მხარს უჭერენ ისრაელს", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
„ნეთანიაჰუს გეგმა, რეგიონში ომი გაავრცელოს, დიდ კატასტროფას გამოიწვევს", - დასძინა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



