რეზონანსი
(26.06.2024)

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა.

წყალმა სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა.

ადგილობრივების თქმით, მოვარდნილი ნალექის შედეგად, სრულიად დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.

ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს არ მოწოდება ელექტროენერგია.

წვიმამ პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე