რეზონანსი
(26.06.2024)

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა. ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა.

NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით.

NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე:

მოქმედი კანონმდებლობა - სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ.

შექმნილი ერთეულები - არსებული ორგანიზაციები, განყოფილებებიდაა.შ.

თანამშრომლობის ფორმატები - კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები და ა.შ.

შედეგები - პოლიტიკა, სავარჯიშოები, ტექნოლოგიები, ვებგვერდები, პროგრამები და ა.შ.

საქართველომ უმაღლესი, 100%-იანი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან ინდიკატორებში როგორიცა, 1. კიბერუსაფართხოების პოლიტიკა; 2. პირადი მონაცემების დაცულობა და 3. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ნაციონალური კიბერუსაფრთხოებს ინდექსს „ელექტრონული მმართველობის აკადემიის ფონდი" აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მდებარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე