რეზონანსი
(26.06.2024)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს პარიზში გაემგზავრება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
გავრცელებული ცნობით, ორბანი მაკრონთან ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის საკითხზე ისაუბრებს, რომელსაც 1-ელ ივლისს გადაიბარებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი კი, სავარაუდოდ, უკრაინისა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



