რეზონანსი
(26.06.2024)

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უკმაყოფილოა, რომ ზაზა ფაჩულიას და ზოგადად, „დასავლეთში ფეხადგმულ“ წარმატებულ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით. მთელ საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ. მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ - საწყენია. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაპატიეთ, თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა“, - განაცხადა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე