რეზონანსი
(25.06.2024)

ოთხშაბათს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მომავალ ხელმძღვანელს ოფიციალურად დაასახელებს. როგორც "ფრანს-პრესი" წერს, NATO-ს სათავეში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ჩაუდგება.
დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, მედიასაშუალება იუწყება, რომ ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ელჩებმა მის დანიშვნას მწვანე შუქი უკვე აუნთეს.
NATO-ს ამჟამინდელ ხელმძღვანელს - იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა 1-ელ ოქტომბერს ეწურება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



