რეზონანსი
(25.06.2024)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეიდან უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადადის, რაც ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.
„დღეს ისტორიული დღეა, ვინაიდან ჩვენ ვიწყებთ რეალურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან უკრაინის გაწევრიანების შესახებ. 2022 წლის 28 თებერვალს, [რუსეთის] სრულმასშტაბური შემოჭრის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ წევრობის შესახებ განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გასულ დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



