რეზონანსი
(24.06.2024)

ბაქოში 5 ადამიანი მოკლეს. დაღუპულია სამი აზერბაიჯანელი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი.
"რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახური იტყობინება, რომ ოთხ ადამიანს ცეცხლი რამდენჯერმე ნასამართლევმა 37 წლის კაცმა გაუხსნა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე დაუდგენელია.
შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



